Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2025 წლის კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ

1-ელ აგვისტოს, 21:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება.

 

1-ელ აგვისტოს, 19:00 საათზე თსუ პირველი კორპუსის ეზოში 2025 წლის კურსდამთავრებულების სახელზე დაირგვება ხე, რითაც გაგრძელდება გასულ წელს დაწყებული ინიციატივა - თსუ კურსდამთავრებულთა ხეივნის გაშენება.
 

1-ელ აგვისტოს, 20:00 საათიდან  გამოსაშვებ ღონისძიებაში მონაწილე კურსდამთავრებულები იკრიბებიან თსუ I კორპუსში ფაკულტეტების მიხედვით:

 

  • მედიცინის ფაკულტეტი - ნულოვანი სართულის დერეფანი, მარცხენა (ჭავჭავაძის მხარეს) ფლიგელი
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - ნულოვანი სართულის დერეფანი, მარჯვენა (ეზოს მხარეს) ფლიგელი
  • იურიდიული ფაკულტეტი - I სართ. მარცხენა (ჭავჭავაძის მხარეს, კანცელარიის) ფლიგელი
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - I შიდა ეზო (ჭავჭვაძის მხარეს)
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - II შიდა ეზო (ძეგლიანი ეზო)
  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - II სართული მარცხენა ფლიგელი (ჭავჭავაძის მხარეს)
  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - II სართულის დერეფანი, მარჯვენა ფლიგელი (ეზოს მხარეს)

 

28 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით თსუ I კორპუსის წინ სპეციალურად თქვენთვის მოწყობილ ფოტოზონებში შესაძლებლობა გექნებათ გამართოთ ფოტოსესიები ჯგუფელებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან  ერთად.

 

ფოტოსესიისთვის და ღონისძიებაზე დასასწრებად მანტიების, ქუდების და კაშნეების აღება შეგიძლიათ ფაკულტეტებზე   25, 28, 29, 30, 31 ივლისს და 1-ელ აგვისტოს.

 

მანტიები გაიცემა:

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - III კორპუსი, აუდიტორია  #107, #110, ორშაბათი-ხუთშაბათი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე; პარასკევი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.

 

 

მანტიების დაბრუნება:

 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს 1-ელ აგვისტოს მანტიების დაბრუნება შეგეძლებათ თსუ I კორპუსში (I სართული, დერეფანი ჭავჭავაძის მხარეს), ხოლო 4 და 5 აგვისტოს 11.00-დან 16.00 საათამდე - ფაკულტეზე მითითებულ მისამართზე.

 

კაშნეებს უნივერსიტეტი სამახსოვროდ გადმოგცემთ. 

 

ღონისძიების შემდგომი წვეულების „After Party“-ის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება

 

გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 22/07/2025